სამზარეულო
მეგრული სამზარეულო ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველად რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე. მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა. მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი(მოხარშული სიმინდის ქატო), შემწვარი ხორცი მწარე საწებლით ( მაგალითად, აჯიკასთან ერთად) და სულგუნი (ცხიმიანი ყველი). ორი განსაკუთრებული კერძი-ელარჯი და საცივი დღესასწაულების და საპატიო სტუმრებისათვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება. საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება. ეს გახლავთ ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტზე, ველური ლიანების სახით. მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ხრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). საბედნიეროდ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს, ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება შემდგომსხვა კუთხეებშიც გავრცელდა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiedUHt7eKPmO1qs-4IXkosXz3mkyZ9p3MQ-RzTlA7y-GZXoZocVAdTQoxVyY9ceYdi7r0sbH9dPJtiu2_f7gPXH0jr9xho7M8lhRaS4WuOP1agqSYKGMK8IYh7hq5J1rh9v_yUBtU1r1OG/s320/el.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEig1ZrhuC9j45ApWZN3RFnvqyxRo414PHuXwx_APWzNh5xUG8V2ink3XNW2VZ7sTF8TiIYqxRLp9cw01paP_pbgI1Z5JcGNqqQ443A-fayO4MiEOtFTFmR5yIU69uSVMqvfepzJYU2tVHWq/s320/sac.jpg)
No comments:
Post a Comment