![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj6xG1uvncTJILRwNISQZNvrKWUc6b4J08Yr2ypWdgPpUMTCUbHxvwG4XzYUFRhfeO4Ncn2y5T-IAIrs47F_WbGWKNcwipGy5LyYMR0fA7XCFhzxJ84WIdU88AYxhXonbjzNaSs92RlRo_H/s320/ru.jpg)
სამეგრელო, საქართველოს ერთერთი უმდიდრესი და ულამაზესი კუთხეა. მისი უძველესი ისტორია კი, უფროსაინტერესოს ხდის ამ მხარეს. სამეგრელო მდებარეობს რამდენიმე მდინარეს შორის: ცხენისწყალი, რიონი, ტეხურა, აბაშა,ესაზღვრება შავ ზღვას.სამეგრელო, გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონს საკუთარი ენა გააჩნია. პირველი თეატრალურიწარმოდგენა„ოტელო“,სწორედ სამეგრელოში დაიდგა, კერძოდ სოფელ ბანძაში. ეს მხარე გამოირჩევა უძველესი დაუმდიდრესი ისტორიით გაჯერებული ძეგლებით. მარტვილის მონასტერი, ეს ულამაზესი, შუა საუკუნეების ძეგლი, თავისიმრავლისმომცველი ისტორიით არც ერთ მნახველს არ ტოვებს გულგრილს. ძველ დროში მონასტრის ადგილას იდგა მუხისუზარმაზარი ხე, იგი წარმოადგენდა ნაყოფიერებისა და გამრავლებისსიმბოლოს,ჭყონდიდელები მას ჩვილ ბავშვებსაც კისწირავდნენ. მას შემდეგ , რაც ანდრეა პირველწოდებულმა სამეგრელოში იქადაგა ქრისტიანობა, ეს მუხის ხე მოჭრეს დასწორედ მის ადგილას აიგო მისივე სახელობის პირველი ტაძარი. მეათე საუკუნეში, მეფე გიორგი მეორემ ეს ტაძარისაეპისკოპოსოდ გამოაცხადა, მიაშენა ახალი ნაგებობები და მას მერე, ეს ტაძარი ატარებს მარტვილის მონასტრისსახელს. სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, მდებარეობსულამაზესი დადიანების სასახლე. მუზეუმში წარმოდგენილია:უძველესი დროის ბრინჯაოს ნივთები, ტანისამოსი, ასევე უძველესი ფეოდალური დროის ექსპონატები, რელიგიური ნივთები.დადიანების სასახლეს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის ულამაზესი დადიანების დროინდელი ბოტანიკური ბაღი. სწორედდადიანების მუზეუმში ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ლევან დადიანმა ხობის ეკლესიიდანგადმოასვენა თავის სასახლეში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ასევე: ფრანგული კულტურის ნიმუშები, სურათები,ძეგლები და ნეაპოლის მეფის შვილიშვილის რელიკვიები. ამ უკანასკნელს ,ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილისალომე.სამეგრელოს ერთერთი უძველესი ადგილია ნოქალაქევი, იგი მდებარეობს მდინარე ტეხურას მარჯვენა სანაპიროზე,როგორც ვარაუდობენ სწორედ აქ მდებარეობდა ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა გაიტაცეს ოქროს საწმისი. ეს უძველესიდა უდიდესი ქალაქი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მეოცესაუკუნეში.აქ არის ნაგებობები, კოშკები,პატარა ეკლესია, აბანოები, კერამიკული და ბრინჯაოს ნივთები,სამკაულები. ეს ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგებოდა დაგარშემო უზარმაზარი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ეგრისის მეფეთა ბაზილიკისნანგრევებიც. ასე რომ ესტუმრეთ სამეგრელოს, მოინახულეთ უძველესი ადგილები, დატკბით განუმეორებელი ლანდშაფტით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით და ეს მოგზაურობა წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში.
No comments:
Post a Comment